ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაღუპვასთან დაკავშირებით თურქეთში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვაცხადოთ ერთდღიანი ეროვნული გლოვა ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაღუპვის გამო“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის როლის შესახებ ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში.
„ამინდის გამო შექმნილი რთული პირობების მიუხედავად, თურქულმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა სამუშაოები 7,5 საათის განმავლობაში ჩაატარა“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდა. რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.