„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მხოლოდ ერთ ოფისს დატოვებს, დანარჩენს კი დახურავს. შეხვედრას, სადაც ეს საკითხი გადაწყდა, „ნაცმოძრაობაში“ ადასტურებენ, ფინანსურ კრიზისს კი მალავენ.
„ქრონიკა“ თბილისის მასშტაბით პარტიის ოფისებში მივიდა, თუმცა ნაწილი დაკეტილი იყო.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ყოველგვარი რესურსი ამოეწურა და საზოგადოება მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას აღარ დაუშვებს.
კომენტარები