„ქრონიკის“ ინფორმაციით, IRI-ისა და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით წუხელ კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა.
ამ ინფორმაციის თანახმად, საუბარი ერთიანი სიების ფორმირებას შეეხებოდა. ამ შეხვედრაში მონაწილეთა ნაწილი ადასტურებს დახურულ შეკრებას, მაგრამ თემის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, მეორე ნაწილი კი ჩვენს შეკითხვებს უბრალოდ გაურბის.
კომენტარები