უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ოლენა ვისოცკამ განაცხადა, რომ 600-ზე მეტი პატიმარი უკვე შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ეს მაჩვენებელი იზრდება.
ოლენა ვისოცკამ აღნიშნა, რომ 29 მაისის მდგომარეობით, მობილიზაციის სურვილი გამოთქვა 4 ათასზე მეტმა მსჯავრდებულმა.
მისი თქმით, მსჯავრდებულები, რომლებიც ახლა აპირებენ მსახურებას, ამას აკეთებენ შემოწმების შემდეგ.
„მათ კანონის შესაბამისად მოამზადებენ და შეასრულებენ სამუშაოს, რომელიც მნიშვნელოვანია ფრონტზე. არაა აუცილებელი იარაღი გამოიყენონ, მაგრამ თუნდაც იარაღის გამოყენებით, მე უკვე მივიღე ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პირველმა მსჯავრდებულმა აიყვანა ტყვედ რუსი სამხედრო“, – დასძინა მან.
კომენტარები
