საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები შეიძლება გაგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ოფიციალური პარიზი იმედოვნებს, რომ შექმნის და სათავეში ჩაუდგება იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც ამგვარ დახმარებას სთავაზობენ უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ზოგიერთი პარტნიორი შიშობს, რომ ამან შესაძლოა რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტი გამოიწვიოს.
„მომავალ კვირას შეიძლება ველოდოთ რაღაცას [ამ კუთხით]”, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
წვრთნები ფოკუსირებული იქნება განაღმვაზე, აღჭურვილობის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებასა და ავიაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ ცოდნაზე.
კომენტარები