აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი შვეიცარიაში მშვიდობის გლობალურ სამიტს დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
„ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი 15 ივნისს გაემგზავრება შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში, რათა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის მშვიდობის სამიტში“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰარისი ხაზს გაუსვამს ბაიდენის ადმინისტრაციის მზაობას, შემდგომი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას მის ძალისხმევაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
კომენტარები