ოპოზიცია მმართველი გუნდის წევრების დასანქცირებას ისევ უშედეგოდ ელის. მათ მიერ გავრცელებული მორიგი ტყუილი, რომ სანქციები უკვე ამოქმედდა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა გამოამჟღავნა. მეთიუ მილერმა თქვა, რომ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ ამოქმედებულა. ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციამ რიტორიკა მაინც არ შეცვალა.
მთავრობის მეთაური კი აცხადებს, რომ სანქციებით მუქარას შედეგი არ ექნება, რადგან ხელისუფლება პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.
კომენტარები