“ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ვერ მივიღებ 7 ნოემბრის და 26 მაისის შემქმნელებისგან ძალადობის გაპროტესტებას!” – წერს მოდელი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოფელ კორცხელში დაპირისპირება მოხდა.
თაკოს სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.
ნათია მაქაცარია: მე კი ვერ მივიღებ ამ გაწევ-გამოწევის და იმდროინდელი ძალადობის შედარებას.
ალია ბალაივი: მასე თუ ყველამ ყველას სამაგიერო უხადა, მსოფლიოში სულ ომი და დავა იქნებოდა და მაშინ ნუ ექნებათ პრეტენზია რომ ნაცებზე კარგები ვართო!
მარეხ ტუღუში: დახოცონ მაშინ ერთმანეთი…
ნათია ჭოლაძე: განსხვავება ისაა, რომ ის იყო სახელმწიფოზე დაუმორჩილებლობა მაინც და სახელმწიფო ორგანოები მაინც იღებდნენ მონაწილეობას, სახელმწიფოს უფლება მაინც აქვს გაიმართლოს თავი.
აქ კი ლინჩის წესი და მუტრუკი სახედაკარგული ქართველები, რომელთა საქმე არაა სხვას ურტყან, თუნდაც იმიტომ, რომ არაფერი უკეთებიათ და უსწავლიათ და რამდენიმე დათრგუნული სახედაკარგული პოლიციელი.
რატომ არ მოაგვარეს პოლიციის დონეზე და აიყვანეს დამნაშავეები იქვე? ეს რა სახელმწიფოს სახეა?
თაკოს სტატუსს სქრინის სახით სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს და მოდელს განსაკუთრებულად ნაციონალების მხარდამჭერები აკრიტიკებენ.