ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი, სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
“ტაივანის ჯაშუში, კოდური სახელით – ,,თინა ძალო” კახა კალაძეს ემუქრება!
😂
როგორც ,,თინა ძალომ” ტელევიზორში გამოსვლისას განაცხადა, ვინ ვის დაიჭერს და ვინ ვის დასჯის, ამას კახა კალაძეს ვაყურებინებთ 26 ოქტომბრის შემდეგო.
დიახ, ზუსტად ასე თქვა და ეს საიდუმლო დავით უსუფსაც კი გაანდო.
🤓
რამ აიძულა ტაივანის ჯაშუში, ყოფილ ფეხბურთელსა და თბილისის მერს ასერიგად დამუქრებოდა? ნეტავ რა რჯიდა?
იგი თურმე კახა კალაძის განცხადებას გაუღიზიანებია, როცა თქვა, თუ ,,გამჭვირვალობის კანონს” არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი ანგარიშების დაყადაღება და ისინი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენო.
აბა, სად თქვა კახა კალაძემ, ვინც კანონს არ დაემორჩილება, დავიჭერთ და გავაციმბირებთო?
არ უთქვამს!
ეს ტაივანის ჯაშუშმა ,,მოთარგმნა” ასე, სიტუაცია ხომ უნდა გაამძაფროს? კალაძე ხომ უნდა დააშინოს? ამით სხვებსაც ხომ უნდა დაემუქროს, 26 ოქტომბრის შემდეგ ყოფას გიტირებთო?
😆
,,თინა ძალო” აშკარად გაავებულია!
იჰ, გაავებული იქნება, ქვებ რო არ ისვრის, არ გიკვირთ? რავი, შეიძლება სახლში ქვების მაგივრად ტაფებს ისვრის, ვიცით?
დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ,,თინა ძალოზე” იცინის.
რის თავი აქვს 0%-იან იმანოს, რა უნდა ქნას 26 ოქტომბრის შემდეგ?
როგორც ჩანს, მაგას დავით უსუფი ატყუებს, მე, გრიგოლა, ბადრი, მახრიკბანა, ჩიხრია, ავი ანა და მამუკა უმრავლესობით მოვდივართო. ესეც იჯერებს. რატომ არ უნდა დაიჯეროს, ჭკუა დაუშლის თუ გონება?
😂
არა, აქ ყველაზე დიდი მაზალოობა ის არი, თან ხელისუფლებაში მოსვლა რომ უნდათ და თან კიდე ყველას რომ ემუქრებიან, დაგიჭერთ, ყოფას გიტირებთო. ,,თინა ძალოს” დასაჭერი ხალხი სად არი, მაგრამ მაინც!
ჰო, იგივე ,,თინა ძალო” იძახის, კანონი, მანონი, მაწონი არ ვიცი, როგორც აქამდე ვჯაშუშობდი ტაივანელებისთვის, ისევ აეგრე ვიჯაშუშებ, არც არაფერი შემივსია, არც არაფერს შევავსებ, შავი ფული იგეთი კარგია, მეტი რო არ იქნებაო.
ნახეთ, რაააა!
თან იძახიან, კანონი გვკიდიაო და თან სხვებს ემუქრებიან, დაგიჭერთო!
😂
ამის დაჭერილს დააფსას დეპუტატმა მაჭუტაძემ!“, – წერს ზედელაშვილი.