ნატოში აშშ-ის მისიამ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ამერიკულ გამოცემა Time-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ უკრაინა ახლა მზად არის ნატოს წევრობისთვის.
4 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა Time-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „მე ადრეც მითქვამს, რომ არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას“.
ნატოში აშშ-ის მისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია, რასაც ყველა მოკავშირე ეთანხმება.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია, რაც აშშ-მა დაადასტურა ვილნიუსის სამიტზე ყველა სხვა მოკავშირეებთან ერთად. პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ მას არ სჯერა, რომ უკრაინა ახლა მზად არის ნატოში წევრობისთვის, რაც მან ადრეც არაერთხელ თქვა“, – განაცხადეს ალიანსში აშშ-ის წარმომადგენლობაში.
კომენტარები