იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი ცდილობს გავლენა მოახდინოს ევროპულ არჩევნებზე, რაც ჰიბრიდული ომის ნაწილია.
„პუტინი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს და ცდილობს გავლენა მოახდინოს ევროპულ არჩევნებზე, ცდილობს დასავლეთის გაყოფას. მაგრამ ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ უკრაინის დასაცავად“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კომენტარები