ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმწისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, –ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.
„ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს ჩაერთოს ზამთრის სპორტში და ასევე გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კურორტს ყოველთვის თან ახლავს. ეს პირველი წელი იყო, როდესაც ჩვენ ეს დავაბრუნეთ. მე იმედი მაქვს, რომ ეს მასშტაბი გაიზრდება მომავალი წლისთვის. მე როგორც ვიცი, არაერთი სასტუმრო თუ სპორტსკოლა ემზადება, რომ მოამზადოს ინფრასტრუქტურა იმისთვის, რათა ეს იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ რაც უფრო მასიურს გავხდით, მით უფრო გავაიაფებთ და სახელმწიფოს მხრიდანაც ღირს ამაზე რესურის ხარჯვა“,– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.