გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ადგილობრივი არჩევნებისთვის სერიოზული მზადება დაიწყო ნაცდანყოფებმა (ევროპული საქართველო, ნაცებმა, გირჩებმა, ნერგებმა, თესლებმა) ოცნებას კიდევ ძალოვნების და ხალხის (იმპროჭების ვინც ყველა არჩევნებზე 30 არა ვერცხლად არამედ ლარად იყიდება) იმედი აქვს. ხელისუფალნო ისიც კარგად გათვალეთ ღირსეული ხალხი არსებობს ამ ქვეყანაში და მე ვგონებ ერთ მუშტად შეკვრას მოასწრებენ რომ თავიანთი აზრი დააფიქსირონ. რაღაც ეტაპამდე ნაცებს აწყობდათ ოცნებასთან ერთად კოჰაბიტირება, მაგრამ ეხლა რომ ნახეს რა ლოხებიც არიან და ,,გლავნი” კიდევ ბოტანიკითაა დაკავებული (დიოკლიტიანესი არ იყოს ოღონდ იმას ,,კაპუსტო” მოჰყამდა) იფიქრეს რომ ძალაუფლების ხელში აღება სავსებით შესაძლებელია, ამისთვის მათ საკმაო ფულადი რესურსიცა აქვთ და იმ 30 ლარს განაწყენებულ ხალხს ესენიც გადაუხდიან. როდემდე უნდა დარჩეს ზნეობრივი და ღირსეული ადამიანი ამ ცხოვრებაში მოვლენების გარეთ? იქამდე ჩემო ბატონებო სადამდეც ტრაკს არ გაანძრევთ, აი ესაა ერთადერთი სწორი პასუხი იმ შეკითხვაზე ,,გვეშველება რამე?” ამპარტავნობის და ანანიზმის დრო უნდა დამთავრდეს და თუ არადა ჩვენ დაგვამთავრებენ! ჩვენ ქმედებას ვიწყებთ და თქვენი საქმე თქვენ იცოდეთ!!!!!!!!!”-წერს კორკოტაშვილი.