სპორტული ტელეწამყვანი დიმა ობოლაძე “რუსთავი 2”-ს ტოვებს და “იმედში” გადადის. ამის შესახებ ინფორმაცია “პირველს” ობოლაძემ დაუდასტურა.
დიმა ობოლაძის თქმით, ტელეკომპანია “იმედიდან” ნორმალური შეთავაზება მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ “რუსთავი 2”-ში 21 წელზე მეტია მუშაობს, ამ შეთავაზებას დათანხმდა.
“ვადასტურებ, ნამდვილად გადავდივარ “იმედზე”. შეთავაზება “იმედიდან” მივიღე. მიზეზი არის ის, რომ მივიღე შემოთავაზება მეკეთებინა ჩემი საქმე. ნორმალური პირობებია, 21 წელი საკმაოდ ბევრია სხვა მიზეზები არ არსებობს. სამსახური შევივცვალე უბრალოდ. მესმის, რომ ხმაური მოყვა ამ გადაწყვეტილებას, რადგან 21 წელზე მეტია “რუსთავი 2-ში ვარ, ალბათ მაგიტომ. მიზეზები მეტი არაფერია. გამიჭირდა ძალიან ამ გადაწყვეტილების მიღება”,- განაცხადა ობოლაძემ “პირველთან” საუბარში.
რაც შეეხება გადაცემის ფორმატს, ობოლაძის თქმით, თავდაპირველად ის სპორტული ინფორმაციების ბადეს ააწყობს.
“ფორმატი არის სპორტის ამბების აწყობა , იგეგმება სპორტული გადაცემაც, რომელსაც სავარაუდოდ, მე წავიყვან”,- აღნიშნა ობოლაძემ.