რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა აქცია მიმდინარეობს. მათი მოთხოვნები უცვლელია – აქციის მონაწილეებს სურთ, რომ მთავრობამ კომპენსაცია გადაუხადოს ბავშვთა სამყაროს დაზარალებულ მოვაჭრეებს და ასევე შეჩერდეს მათი საბანკო ვალდებულებებიც.
“ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებს არ შეწყვეტენ. ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების აქციას შეუერთდნენ უფლებადამცველები, ასევე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
კომენტარები