ექიმი ნინო კუზანოვა გუშინ სკანდალში აღმოჩნდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შეცდომა გაიპარა, კერძოდ, ნინოს თქმით, დაავადება, რომელიც სერიალის პერსონაჟს ნათიას დაუდგინეს, ქალებს არ ემართებათ.
„ჩცდ-ში საწყალ გოგოს კენედის დაავადება რომ დამართეს, მხოლოდ კაცებს ემართებათ, X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული გენია…“დაწერა ნინომ.
სტატუსს გამოეხმაურა ქეთი დევდარიანი, რომელმაც კუზანოვას არგუმენტირებულად უპასუხა “ნათიას დაავადებას ქალბატონი ნინო კუზანოვი Nino Nadiradze-kuzanova გამოეხმაურა და მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ ეს დაავადება მხოლოდ კაცებს ემართებათ და მაყურებელი შეცდომაში შევიყვანეთ. მაყურებელმა რომ მართლაც სიცრუეში არ იცხოვროს, აქვე დავდებ ლინკს, თუ რა ხდება სინამდვილეში” უპასუხა ქეთი დევდარიანმა.
კომენტარები