“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ნინო კუზანოვა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” სიუჟეტის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ნინო ნადირაძე-კუზანოვამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ კენედის დაავადება, რომელიც ნინო მუმლაძის გმირს, ნათიას აღმოაჩნდა, სინამდვილეში არ შეიძლება, ქალს დაემართოს, რადგან ეს დაავადება მხოლოდ მამაკაცებს ემართებათ. სტატუსს მოჰყვა სერიალის სცენარისტის, ქეთი დევდარიანის პასუხიც, რომელსაც ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა და აღნიშნულს შემდეგ გვარამიასა და კუზანოვას შორის კამათი მოჰყვა:
გვარამია: “ქეთო, ნინო კუზანოვა ისეთი ბედნიერი იყო, რომ გვხურავდნენ, ეგ დაავადება ყველას რომ შეგვეყაროს, სადღესასწაულო სტატუსს დადებს. შენც იპოვე რა ვის სტატუსებს უპასუხო სერიოზულად.”
კუზანოვა: “სად დაინახეთ ჩემი ბედნიერება მაგის გამო? აი თქვენი ბედნიერებები კი მინახავს, როცა სხვა ტელევიზიებს არბევდნენ! მე საერთოდ მინდა რომ სამსახური ყველას ჰქონდეს ამ ქვეყანაზე და არანაირი მიზეზით არ დარჩეს ქუჩაში არავინ! ეს თქვენ ვერ იტანთ განსხვავებულებს, თორემ მე ყველა მინდა ბედნიერი დადიოდეს!”
გვარამია:“ნინო, გაჩუმდით მაინც. სამარცხვინოდ ნუ იტყუებით. აქ ბრმები და ყრუები კი არ ვართ. და ია ფარულავას სტატუსებსაც ვკითხულობთ ხოლმე და მათ ქვეშ კომენტარებსაც. ზოგჯერ თქვენს სულელურ სტატუსებსაც. მათ შორის, ჩვენზე”