საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ აფხაზეთში ჩატარებულ არანაირ საფეხბურთო ტურნირს ლეგიტიმაცია არ ექნება. აღნიშნული კომენტარი ჯანელიძემ ოკუპირებული აფხაზეთში, არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატთან დაკავშირებით გააკეთა.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აფხაზიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში ფიფა-ს წარმომადგენლები აპირებენ ჩასვლას.
”რაც შეეხება აფხაზეთში ფიფას წარმომადგენლის ჩასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს დადასტურებული არ არის, ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას და თუ დადასტურდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციით, აფხაზეთი, ხვალ არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ თამაშს უმასპირძლებს. ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ვიცე- პრეზიდენტის, დიმიტრი ფაღავას განმარტებით, ჩემპიონატის მიმდინარეობას 16 მსაჯი გააკონტროლებს.