სამგორის, გლდანის, ნაძალადევის, საბურთალოს და ისნის რაიონების ნაწილს, 27 მარტს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„სამგორის რაიონში, აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გუმათჰესისა და რაზიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვეკუას ქუჩის მცხოვრებლებს, 11:30-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მუხიანის IVბ მიკრორაიონის მცხოვრებლებს, 14:00-დან 15:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება მუხიანის აგარაკების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, ბუაჩიძის, ზესტაფონის და ნინუას ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 15:00-დან 16:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 14:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ჭილაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმის, ტაშკენტის, გოძიაშვილის და ცაგარელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, კაბელების მიერთების გამო, 11:00-დან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნიორაძის, ქურხულის და ფოსტის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.