“ტექნიკური ამბავია პარტიული სია, რას დაარქმევენ საკუთარ პარტიას, „ლელოს“ თუ რაღაც კოალიციას, გვარამიას პარტია იქნება თუ ახალი ნეონაცები, საბოლოოდ, რა მნიშვნელობა აქვს ამას. გასაგებია, რომ არის „ნაციონალური მოძრაობა“, არის ნეონაცები, არის „ლელო“, არის გახარია. მაგალითად, ალეკო ელისაშვილი „ლელოში“ შევიდა და „ლელოს“ მაისურით მოძრაობს, მაგრამ „ლელოს“ ისეთი ცუდი იმიჯი აქვს, რომ ზოგს უტყდება, თქვას, „ლელოში“ შევედიო და მოიგონეს ახალი სახელი”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს.
“გირჩის“ პარტიულ სიაში რომ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც იტყოდა „გირჩელი“ არ ვარო, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ჩემს პარტიაში არ ყოფილიყო. მგონი, ეს დაცინვაა საკუთარი ამომრჩევლის ან იმ პარტიის ამომრჩევლის, რომელთანაც ერთიანდები. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ლელოს“ ისეთი ცუდი იმიჯი აქვს, რომ მათ უტყდებათ საკუთარი სახელით ლაპარაკი, ეს ამ პარტიების საქმეა და ამომრჩეველიც ამას სათანადოდ დააფასებს.“, – აღნიშნავს რაქვიაშვილი.