ეს არჩევნები არის ფაქტობრივი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის და ეს არავისთვის არ არის გასაკვირი. მთელი ამ წლების მანძილზე, 2022 წლიდან მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ქართველი ხალხი არის მუდმივი ომის საფრთხის წინაშე, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
„ეს არ არის ილუზია, ამას ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით პირველივე დღეებიდან. თვითმფრინავის უკრაინაში გაგზავნის მოთხოვნას, რუსეთის დასანქცირებას, აფხაზეთში ჯარით შეჭრას და სხვადასხვა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას მოგვიწოდებდნენ ჩვენი ოპონენტები, სწორედაც რომ ამ მიზნისკენ მიემართებოდნენ და არა მხოლოდ ჩვენი შიდა ოპონენტები. ეს იყო გარკვეულწილად უკვე გაცხადებული გარედან მომდინარე მოთხოვნაც და შემოთავაზებაც, რასაც ჩვენმა გუნდმა ძალიან დიდი მონდომებით და ძალიან დიდი ძალისხმევით გაუძლო.“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.