28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები 30 ევროპულ სახელმწიფოში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ. ამასთან დაკავშირებით ათენსა და ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრი ახალგაზრდებთან ერთად ჩასვლას, სპეცრეისით გეგმავს.
28 მარტსვე თბილისიდან და ქუთაისიდან 6 რეგულარული, პირდაპირი ფრენა შესრულდება.
ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizzair-ს რეისი 4 ევროპულ ქალაქში აქვს: 05:45 საათზე ბუდაპეშტის მიმართულებით (ამ დროისთვის არსებული მინიმალური ფასი 917.99 ლარი); 06:00 საათზე სალონიკში (მინიმალური ფასი 323.99 ლარი); 12.35 საათზე ლარნაკა (105.99 ლარიდან); 21.55 საათზე კი ვარშავაში (163.99 ლარიდან).
ვარშავაში პირდაპირი ფრენა შესრულდება თბილისიდანაც, 04.55 საათზე. პოლონური ავიაკომპანია LOT-ის ბილეთის ფასი 557 ლარიდან იწყება.
თბილისიდან, ავიაკომპანია Lufthansa ფრენას მიუნხენის მომართულებით ასრულებს (05:35 საათზე, ბილეთის ფასი 1237 ლარიდან).