თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მშენებლობის პროცესში მიწის ჩავარდნამ გამოიწვია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მაშველებმა იმუშავეს.
კომენტარები