თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულ პირებზე გაცემულმა სარგომ, დანამატმა და პრემიების ოდენობამ 2016 წელს თანამდებობის პირებზე – 5 116 585 ლარი, თანამშრომლებზე 5 522 469 ლარი შეადგინა.
საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით თანამდებობის პირებზე – 1 659 153,7 ლარი (ჯამურად) თანამშრომლებზე – 1 838 154,57 ლარი (ჯამურად) გაიცა.
ამავე პერიოდში, ოფიციალურ სამუშაო ვიზიტებზე სამივლინებო ხარჯმა თანამდებობის პირებზე ქვეყნის გარეთ შეადგინა 4879,1 ლარი სხვა თანამშრომლებზე ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებისათვის ქვეყნის შიგნით მივლინებისათვის დაიხარჯა 210 ლარი
სასამართლოში დასაქმებულ პირებზე გაცემული სარგოს, დანამატისა და პრემიების ოდენობამ 2016 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით თანამდებობის პირებზე – 1 720 537,78 ლარი (ჯამურად) თანამშრომლებზე – 1 833 976,27 ლარი (ჯამურად) შეადგინა.
ამავე პერიოდში, ოფიციალურ სამუშაო ვიზიტებზე სამივლინებო ხარჯმა თანამდებობის პირებზე ქვეყნის გარეთ შეადგინა 4 281,56 ლარი სხვა თანამშრომლებზე ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებისათვის ქვეყნის შიგნით მივლინებისათვის დაიხარჯა 255 ლარი
სარგოს, დანამატისა და პრემიების ოდენობა 2016 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით თანამდებობის პირებზე – 1 736 895.22 ლარით, თანამშრომლებზე – 1 850 339.03 ლარით განისაზღვრა.
ამავე პერიოდში, ოფიციალურ სამუშაო ვიზიტებზე სამივლინებო ხარჯმა თანამდებობის პირებზე ქვეყნის გარეთ შეადგინა 3 121 ლარი, სხვა თანამშრომლებზე ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებისათვის ქვეყნის შიგნით მივლინებისათვის თანხა არ დახარჯულა.
www.pia.ge