საქართველოს 13 მოქალაქე, რომლებიც ებრაელმა მესაზღვრეებმა ისრაელში არ შეუშვეს და დააკავეს, თბილისში დაბრუნდნენ. მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია. დეპორტირებულები დეტალებზე არ საუბრობენ.
თავდაპირველად არასრულწლოვნები დააბრუნეს.
კონსულის, ალექსანდრე ჯიშკარიანის განმარტებით, ქვეყანაში არშეშვების მიზეზი მოუწესრიგებელი საბუთები გახდა.
28 მარტს საქართველოს მოქალაქე მაკა ზურაბაშვილმა “იმედს” მისწერა: “თვითმფრინავში მყოფი ყველა ქართველი, მცირეწლოვანი ბავშვებიც, ვართ ოთახში, სადაც გაუსაძლისი მდგომარეობაა. მოგვხედონ. გაგვარკვიონ, რატომ არ გვიშვებენ წმინდა მიწაზე მოსალოცად”.
ეს ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პირველი შემთხვევა არ არის.
კომენტარები