კონკრეტულ საკითხებს არ ვიცნობ და არ შეიძლება ასე კონკრეტულად ვიცნობდე, – ასე გამოეხმაურა პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის განცხადებას, რომელმაც კონკრეტული ბიზნესდავის განმხილველი მოსამართლე კორუფციაში დაადანაშაულა.
„მე მაქვს მაღალი ნდობა ჩვენი სასამართლოსი. კონკრეტულ საკითხებს არ ვიცნობ და არ შეიძლება ასე კონკრეტულად ვიცნობდე. ჩვენ უნდა დაველოდოთ განხილვებს და ვინაიდან ეს არის შეჯიბრებითობის პრინციპი და იქ არის ორი მხარე – ერთი მოდავე და მეორე მოპასუხე, საბოლოო ჯამში, მივიღებთ რაღაც შედეგს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კომენტარები