უკრაინელი დეპუტატი ოლეგ ლიაშკო გამოეხმაურა ფაქტს, რომლის მიხედვით მალტაში „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიხეილ სააკაშვილი დარეგისტრირდა როგორც დელეგატი საქართველოდან.
მისი თქმით, „სააკაშვილისთვის უკრაინა მხოლოდ ტერიტორიაა, სადაც ის ქართულ მართლმსაჯულებას ემალება“.
„მალტაში გამართულ „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე სააკაშვილი დარეგისტრირდა როგორც საქართველოდან დელეგატი. რა მატყუარაა! ქართველებისგან როგორც კურდღელი გარბის, რომ ციხეში არ ჩასვან მკვლელობებისა და კორუფციისთვის, ხოლო უკრაინელებს უკრაინის სიყვარულის შესახებ ატყუებს“, – დაწერა ოლეგ ლიაშკომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
კომენტარები