პოლონეთმა უკრაინაში საკონსულოები დახურა. ეს გადაწყვეტილება ვარშავამ ქალაქ ლუცკში მომხდარი თავდასხმის გამო მიიღო.
პოლონეთ-უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში დაუდგენელმა პირებმა საკონსულოს შენობას ყუმბარა ესროლეს. აფეთქების შედეგად არავინ დაშავდა, თუმცა დაზიანდა დიპლომატიური უწყების სახურავი და ჩაიმსხვრა მინები.
უკრაინის უშიშროების სამსახური მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.
კომენტარები