საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ამავე მონაცემებით, 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა, რაც 427-ით მეტია 2015 წელთან შედარებით.
„საქსტატის“ ცნობით, 2016 წელს რეგისტრირებული განქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა – 3 688 ერთეული თბილისზე მოდის, 2015 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 87 ერთეულით გაიზარდა. გასულ წელს 1 450 რეგისტრირებული განქორწინება დაფიქსირდა იმერეთში, 982 კი ქვემო ქართლში. ყველაზე ცოტა – 56 განქორწინება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დარეგისტრირდა.
რაც შეეხება ქორწინებებს, გასულ წელს საქართველოში 25 101 ადამიანი დაქორწინდა და 2015 წელთან შედარებით, ქორწინების რიცხვმა 4 056 ერთეულით დაიკლო.
“საქსტატის” ცნობით, ყველაზე მეტი ქორწინება 20-24 და 25-29 წლის ახალგაზრდებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 20-დან 24 წლამდე 7 978 ქალი, ხოლო 25-დან 29 წლამდე 7 174 კაცი დაქორწინდა.
“საქსტატის” მონაცემებით, 2016 წელს ყველაზე მეტი 7 304 ქორწინება თბილისში დარეგისტრირდა, თუმცა ეს რიცხვი 2015 წლის მონაცემზე (8 249 ქორწინება) 945 ერთეულით ნაკლებია. 3 832 ქორწინება დარეგისტრირდა იმერეთში, 2 631 კი აჭარაში. 2016 წელს ყველაზე ცოტა, 203 ქორწინების რეგისტრაცია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა.
საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა
2017/03/31 17:31:09
კომენტარები
ნანახია: 1484 ჯერ