საქართველოში 3 აპრილიდან გამოიდარებს, შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს, საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენაჩუნდება. თუმცა, 3 აპრილიდან დასავლეთ საქართველოში, 4 აპრილიდან კი აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. კერძოდ, 7 აპრილის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20-დან 25 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში 17-დან 22 გრადუსამდე.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ხვალ დილით მცირე ნალექია ნავარაუდევი, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე მოიმატებს.
2 აპრილს საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 1955 წელს +25.1 გრადუსი დაფიქსირდა, მინიმალური – 1923 წელს -2.7 გრადუსი.
კომენტარები