დეკანოზ გიორგი მამალაძის ნათესავები, მეგობრები და მრევლი ბათუმში აქციას მართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორი გიგა მოწყობილი აცხადებს, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე უსამართლო ბრძოლაში მარტო არ იქნება და მის მხადასაჭერად აქციები ინტენსიურად გაიმართება.
მისივე თქმით, საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს ეჭვები აქვთ. “მამა გიორგის ახლობლები, მრევლი და ნათესავები სოლიდარობის ნიშნად შევიკრიბეთ. აქ მყოფი საზოგადოების სახელით მინდა ვთქვა, რომ ამ უსამართლო ბრძოლაში მამა გიორგი მარტო არ იქნება. გვინდა, რომ ის ილუზიები გავაქარწყლოთ, რაც საზოგადოებაში არსებობს. გარკვეული ეჭვები გამოძიებასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს გაგვაჩნია. საქმის სიმძიმიდან გამომდინარე აქციები არ იქნება ერთჯერადი”, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი გიგა მოწყობილი.