თბილისში, იაშვილის ქუჩაზე სახლის სახურავი ჩამოინგრა. მიმზეზად შენობის სიძველე სახელდება.
გამომდინარე იქიდან, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის სიაშია ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კულტურის სამინსიტროს და გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, როგორც ამბობენ სახლის გამაგრების თხოვნაზე პასუხი არ მიუღიათ.
მერიაში აცხადებენ, რომ შენობის ნგრევის მიზეზებს ექსპერტები დაადგენენ, ამის შემდეგ კი შენობის რეაბილიტაცია დაიწყება.
კომენტარები