საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“,-ნათქვამია კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.
კომენტარები