ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში გელა ხვედელიძეზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და ელისო კილაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“ახლა გადავავლე თვალი დღევანდელ სატელევიზიოო ეთერებს, ყველგან კილაძე ყავდათ მიწვეული, თითქოს გელა ხვედელიძეს მეტი პატრონი და ოჯახის წევრი არ ყავდა.. ეს იქით იყოს, ვისაც ვის გვერდით უნდა იქ დადგეს, მაგრამ დღეს “ტვ პირველის” ეთერში დიანა ტრაპაიძესთან, მე მიწოდა სუსის აგენტი და ერთ-ერთი დამგეგმავი იმ ამაზრზენი ფაქტისა რასაც ხვედელიძეზე თავდასხმა ქვია. ეს არ გაუპროტესტებია დიანას, მერე საღამოს ,,იბერიის” ეთერში მიბრძანდა, ჩემს მეგობარ მაკა რაზმაძესთან და იქაც ატირაჟა სიბინძურე, თუმცა იქ მარტო გოგაშვილის აგენტებად მომიხსენია, გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ მე მგულისხმობდა, რამდენიმე თვის წინ მახსოვს, როცა მას გელა ღურწკაიამ ეთერში აგინა, ელისო კილაძემ საჯაროდ გამოლანძღა იბერიის ჟურნალისტები, წაშალა მეგობრობიდან და დაიფიცა, ჩემი ფეხი არ იქნება თქვენს ტელევიზიაშიოო, ეტყობა დღეს მუხლებში ჩაუვარდნენ და ხოხვით მიიყვანეს ეს “პრინციპული” ქალბატონი! ესეც იქით იყოს, მაგრამ მე როცა გადაცემები მიმყავდა, ჩემს მეგობრებზე და კოლეგებზე ასე ხელაღებით არავის გავაბედინებდი აგენტის ძახილს, გამიკეთებია ეს და მახსოვს როცა ერთხელ “ობიექტივში” მაყურებელმა დარეკა და ინგა გრიგოლიას და ლალი მაროშკინას ლანძღვა დაიწყო, გავაწყვეტინე და ლამის სტუდია დავანგრიე ისე დავიცავი! მე ასეთი ვარ.. დანარჩენი თქვენ იცით, ეტყობა თქვენც აგენტად მთვლით და წარმატებები ყველას, ვისაც დღეს არ გაუჩნდა იმის სურვილი, რომ ელისო კილაძისთვის მოეთხოვა აგენტობის დამადასტურებელი დოკუმენტები!”,-წერს ჯღარკავა.