ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 2017 წელს სულ 41 200-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ცნობილია რომელ არჩევით საგნებს მიანიჭეს უპირატესობა აბიტურიენტებმა, თუმცა ეს მონაცემები საბოლოო არ არის და 20 მაისამდე შესაძლოა შეიცვალოს.
ინტერნეტ–გამოცემა edu.aris.ge-ს ცნობით, არჩევითი საგნების მიხედვით გეოგრაფიაში დარეგისტრირდა 13500-ზე მეტი აბიტურიენტი, ისტორიაში 12500-ზე მეტი, მათემატიკაში 8200-ზე მეტი, ბიოლოგიაში 4700-მდე, ლიტერატურაში 4500-მდე, სამოქალაქო განათლებაში 1900-ზე მეტი, ქიმიაში 1800-ზე მეტი, ფიზიკაში 800-ზე მეტი, ხელოვნებაში 300-მდე.
საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.
2016 წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა, რაც გამოცდებზე გამოცხადებული აპლიკანტების 74%-ზე მეტი იყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში პირველად 2005 წელს ჩატარდა.