ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“მე ვცხოვრობ იმ სახელმწიფოში,სადაც მოქალაქეს იცავს კონსტიტუცია,იმ ქვეყანაში სადაც ცილისწამება არაა დასჯადი,მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და მე ვარ ვალდებული საკუთარი თავი დავიცვა,დავიცვა ჩემი ღირსება,ჩემი ოჯახი,ჩემი რეპუტაცია და მოვთხოვო საქართველოს პროკურატურას მოახდინოს რეაგირება! ამ რამდენიმე დღის განმავლობაში სოიციალური ქსელით და ტელევიზიებით,ტვ ,,პირველი,,,,იბერია,, ,,ობიექტივი,, მოქალაქე ელისო კილაძე მომიხსიენიებს უხამსი სიტყვებით,ბრალს მდებს რომ მე ვარ ე,წ, ,,სუსის,, და პირადად უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის პირადი აგენტი და მისგან ფინანსურ დახმარებას ვიღებ,დავალებების სანცვლოდ,ეს ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი,არასდროს არავის აგენტი და დავალების შემსრულებელი არ ვყოფილვარ მე! მივმართავ ჟურნალისტთა ქარტიას,მისცენ შესაბამისი შეფასება ტელევიზიებით იმ უხამს გამონათქვამებს,რაც ტირაჟირდება პირდაპირი ეთერიდან,თვით ეკა კვესიტაძემაც კი ,რომელმაც ცილი დამწამა თავის ერთ ერთ გადაცემაში,ეთერი გაუთშა ვინმე გელა ღურწკაიას,როცა მან უხამსი სიტყვები იხმარა,მივმართავ საქართველოს პროკურატურას ,სადაც დღემდე ჩემი სამი საჩივარი დევს პირადად ელისო კილაძის მიმართ,მიიღონ სამართლებრივი ზომები,აღიძრას საქმე ,მოიკვლიონ,მოთხოვონ ელისო კილაძეს ჩემი აგენტობის დამადასტურებელი ფაქტები,რომელზეც მტკიცებით ფორმაში საუბრობს კილაძე საჯარო სივრციდან! ბოლოსდა ბოლოს უნდა გვქონდეს იმის იმედი ამ ქვეყანაში რომ ვართ დაცული! მე პირადად ეს შეგრძნება დაკარგული მაქვს ,რადგან ჩემი რეპუტაცია,ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობა ილახება ! ხვალ შევიტან სარჩელს პროკურატურაში,მოვითხოვ კილაძის ყველა ბრალდებაზე სამართლებრივ პასუხს!”