ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. უძრავი დღესასწაული ძველი სტილით 25 მარტს, ხოლო ახალი სტილით – 7 აპრილს აღინიშნება.
სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა მესიას, იესო ქრისტეს. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ დღეს ხარება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხვალ, 10:00 საათზე დაიწყებს.
კომენტარები