„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მანდატების დატოვების საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს (ახლა დაწერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს), რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება.
მანდატებზე უარს მართლა თუ აპირებენ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება“, – წერს მამუკა მდინარაძე.
კომენტარები