პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ ამ არჩევნებში. გამეორდა 2012 წლის შედეგები, 54%-მა მხარი დაგვიჭირა. მაგრამ ჩვენმა მოწინააღმდეგემაც, იმ ძალამ, რომელიც მართავს ამათ ყველას, იმათაც მიაღწიეს წარმატებას. მათ შეძლეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეშალათ ოთხ ნაწილად და ქართული საზოგადოების ნაწილი გარკვეულწილად შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს ეს არის სხვადასხვა ძალები, დაეშალათ ოთხ ჯგუფად და უზრუნველყვეს, რომ 4 ჯგუფს გადაელახა საარჩევნო ბარიერი. მე არ მგონია, რომ ასე ადვილად გაუშვებენ უცხოელი პატრონები ხელიდან ამ შედეგს. ამიტომაც, 26 ოქტომბერი გავიმარჯვეთ და ვიზეიმეთ, 25 ნოემბერსაც პარლამენტი შედგება და ვიზეიმებთ მაგრამ ქართველი ხალხი კვლავ უნდა კონცენტრირდეს და მობილიზდეს, იმიტომ, რომ საფრთხე არსად არ წასულა. იმ ძალებმა, რომელიც მართავს ოპოზიციას, ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაჯგუფება გააკეთეს ოთხ სხვადასხვა ჯგუფად და შეძლეს ის, რომ პარლამენტში ოთხი ასეთი ჯგუფი შემოიყვანეს. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.