გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიტანელ, ფრანგ, იტალიელ და პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპელები გააძლიერებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ უკრაინას საშუალება მისცეს, იმოქმედოს ძალის პოზიციიდან“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ ევროპამ უფრო მეტად კოორდინირებული უნდა გახადოს თავისი ძალისხმევა.
კომენტარები