დღეს საქართველოს პარლამენტი ახალი წესით პრეზიდენტის არჩევის თარიღზე იმსჯელებს. თარიღი სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი.
საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტი ამერიკული მოდელით – არაპირდაპირი გზით აირჩევა, რომელშიც მონაწილეობას სამასწევრიანი კოლეგია მიიღებს. კოლეგია პოლიტიკური პარტიების მიხედვით არჩევნების შედეგების პირდაპირპროპორციულად შედგება.
მმართველი გუნდის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. მათივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ის პირი უნდა იყოს, ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესების მიხედვით იმოქმედებს.
კომენტარები