უკრაინა გერმანიისგან წლის ბოლომდე IRIS-T ტიპის მცირე და საშუალო რადიუსის ორ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას მიიღებს. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის საკითხებში სპეციალური შტაბის ხელმძღვანელზე კრისტიან ფროიდინგზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ფროიდინგმა აღნიშნა, რომელიც კიევს სტუმრობდა, უკანასკნელ დღეებში გერმანიამ უკრაინას საარტილერიო ჰაუბიცები, ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები Marder გადასცა.
„IRIS-T SLM (საშუალო რადიუსის) და SLS (მცირე რადიუსის) სისტემები უკრაინაში მომდევნო დღეებსა და კვირებში, შობამდე ჩამოვა“, – თქვა ფროიდინგმა.
„ჩვენი მხარდაჭერა შობის, 1 იანვრის, 21 იანვრის და 23 თებერვლის მერეც გაგრძელდება“, – დასძინა მან.
კომენტარები