პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ვითარება იძაბება.
აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგნებსისვრიან, რის საპასუხოდაც სამართალდამცველები სპეციალურ საშუალებებს იყენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ „აქცია გასცდა კანონის ნორმებს, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალება“.
შსს მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.
კომენტარები