“ეს რამდენი მოღალატე, მდაბიო და ჯუჯა ინტელექტის მატარებელი გვყოლია, – ამის შესახებ ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.
“ეს რამდენი მოღალატე,
მდაბიო და ჯუჯა ინტელექტის მატარებელი გვყოლია!
სულ “ძაღლის გულის” პერსონაჟები მახსსნდება. ტყავის ქურთუკები აკლიათ და მზად არიან ყველა გაიმეტონ!
ფაშისტებივით ყვითელი ვარსკვლავები დაგაკრან და დაგხვრიტონ განსხვავებული აზრის გამო…
ისევე, როგორც ფსევდო პანდემიის დროს, იმ კოშმარული საგანგებო მდგომარეობის და ორგანიზმში შხამის შეშვების გაპროტესტების გამო გაბულინგონ . გამუნათონ, რომ
“შენს გამო აიცრნენ” …
იქნებ რითიც აიცერით , ის გაგიჟებთ ასე?
რას გავს ეს მოწოდებები ჩაქოლვაზე, დევნაზე, მივარდნაზე!
დღეს იმედია ბევრს შერცხვება, როდესაც გადაბუგული რუსთაველის კადრებს ნახავენ. ან არ შერცხვებათ, რომ ასეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებდნენ, ეგეც ხომ ნაცრისფერი ნივთიერების ამბავია….
ეგზალტირებულ ბრბოდ რატომ იქცნენ ჩვენი ახალგაზრდები?
რატომ იმალებიან ოპოლიდერები?
შეკითხვები ბევრია, პასუხი არ ჩანს.
ამ დროს რა მარტივია გამოსავალი.
შექმენით ხუთკაციანი საბჭო. გამოყავით სპიკერი,დაიწყეთ ცივილური მოლაპარაკება მთავრობის წევრებთან, მიიღეთ სრული ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე. ამას არ ჭირდება ქალაქის ნგრევა და ძარცვა.
მაგრამ!!!!
უხილავი(ან ხილული) ხელი მართავს გზააცდენილ ადამიანებს, მიყავს ციხის ან საავადმყოფოს კარამდე და თავად ჰომერული სიცილით დაგცინით და ხელებს იფშვნეტს….
გუშინ თბილისის თავზე
ამერიკული დიდ სიმაღლეზე მოქმედი სადაზვერვო თვითმფრინავი U-2S-ი დაფრინავდა.
ASARS-2B რადარი, რომლითაც U-2S-ის აღჭურვა საშუალებას იძლევა სადაზვერვო მასალა 300-320 კმ მანძილიდან შეგროვდეს.
ძალიან დაიძაბა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში.
საქართველო შეიძლება გამოყენებული იყოს პროქსი ომის საწარმოებელ ტერიტორიად!!!!
ეს არის დღეს მთავარი საფრთხე!!!!
ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმ იწილო-ბიწილოზე რაც ეკრანიდან მოედინება….
სამშობლო განსაცდელშია,
მხოლოდ სიყვარული, ერთობა და ღმერთის სიყვარული გადაგვარჩენს!”, – წერს ლალი მოროშკინა.