ჩვენ ვართ ევროპა და სულ ვიყავით… უღირსი დამყრობელი მეზობელი რუსეთის გამოა რომ ათას ბურუსში და პოლიტიკურ თამაში ვეხვევით თვითგადარჩენისთვის, მათ გამოა რომ წლებია დამსახურებული ადგილი ვერ დავიმკვიდრეთ ევროპული ქვეყნების კავშირში, ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე წერს.
“ვიცი ბევრი ჩასაფრებული ადამიანი და ჩემი კარგი მეგობრებიც ელოდებიან ჩემ პოსტს და გამკვირვებია თქვენგან თუ ფიქრობთ რომ, მთელ ცხოვრება რასაც ვამბობდი, რისთვისაც ვშრომობდი, სადაც ვგრძნობდი თავს იგივეს არ გავიმეორებ ასიათასჯერ, ყველა პოზიციიდან ყველა პლატფორმიდან!
ჩვენ ვართ ევროპა და სულ ვიყავით…უღირსი დამყრობელი მეზობელი რუსეთის გამოა რომ ათას ბურუსში და პოლიტიკურ თამაში ვეხვევით თვითგადარჩენისთვის, მათ გამოა რომ წლებია დამსახურებული ადგილი ვერ დავიმკვიდრეთ ევროპული ქვეყნების კავშირში. ყველა საშინაო დავალება ყოფილა შესრულებული ზედმიწევნით და მაინც ისევ რუსეთი რას იტყვის ელოდა მთელი მსოფლიო..
ხვალვე შევიდეთ მე ამას მოვითხოვ! ერთმანეთის ხოცვა ჟლეტვა და ბულინგი კი არა, რაც ყველაზე მეტად ეხლა რუსეთს ჭირდება, აი ხვალვე მინდა რომ გაიხსნას მოლაპარაკება და ხვალვე შევიდეთ, ისევ ჩავებათ იმ შრომაში რაც ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების თუ სხვა უმრავი ნორმატივის შესასრულებლად ვაკეთეთ!
ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციის 78 მუხლში ის სიტყვები დღეს რომ გულთან ასე ახლოს გვაქვს ყველას და ჩვენვე უნდა დავიცვათ ბოლომდე!
ყველა ფიქრი და აზრი, ყველა ქცევა და მოქმედება ეხლა მხოლოდ ამ მიზნისკენ უნდა მივმართოთ!
წარმოუდგენელია ვინმემ მშვიდად უყუროს იმას რაც ბოლო ორი დღეა ხდება.
მოვუწოდებ ძალოვან სტრუქტურებს შეწყვიტეთ გადამეტებული ძალის გამოყენება!! ასევე, ვთხოვ ყველა მონაწილეს მაქსიმალურად მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი.
ერთმანეთთან დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის ინტერესშია! კარებს თუ არ აღებენ ფანჯრიდან უნდა შევიდეთ იმისთვის რომ ასეთი დაპირისპირებისგან მომავალში დავიცვათ ჩვენი ქვეყანა!
არაფერი ახალი, გარდაუვალია ჩვენი ევროპასთან ინტეგრაცია და რაც მალე მით უფრო მეტად დავიცავთ ერთმანეთს და ქვეყანას”, – წერს ნინო კობახიძე.