საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში, ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან. უნდა შეწყდეს ძალადობა! საქართველოს მომავალი არის ევროპა! ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა და მშვიდობისადმი ერთგულებას! ქართველებო თქვენს გვერდით ვართ!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
კომენტარები