საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია გმობს ბოლო დღეებში სხვადასხვა მედია-საშუალებების ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, საინფორმაციო სააგენტო “რეპორტიორის” დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
” საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია გმობს ბოლო დღეებში სხვადასხვა მედია-საშუალებების ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ ძალადობას!
როგორც აქციის მონაწილეები ბოლო დღეების განმავლობაში (და უკვე მერამდენედ!) იქცევიან საზოგადოებრივი მაუწყებლის, “ტელე-იმედისა” და “პოსტივის” კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ, – დანაშაულია!
ძალიან სამწუხაროა და ვწუხვართ, – აქციის მსვლელობისას დაშავდნენ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი გურამ როგავა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც.
🎤 ჟურნალისტი, მით უფრო, თუ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს – ხელშეუხებელია!”, – წერს გიორგი მამაცაშვილი.