საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს.
გამზირის გათავისუფლების შემდეგ აქციის მონაწილეებმა უკვე მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
საპოლიციო ძალები და საპოლიციო მანქანები ამ დროისთვის ფილარმონიასთან დგანან და ასევე განლაგებულები არიან რესპუბლიკის მოედანზე.
რამდენიმე ადამიანი რჩება „რუსთაველის“ მეტროსთან. სამართალდამცველებმა „რუსთაველის“ მეტროში აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
აქციის მონაწილეთა მცირერიცხოვან ჯგუფს კი, რომელიც მეტროსადგურ რუსთაველთან იმყოფება, მოუწოდებენ მეტროსადგურით ისარგებლონ და ტერიტორია დატოვონ.
სამართალდამცველებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიის ხელოვნური ბარიკადებისგან გაათავისუფლეს. მანამდე სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ხმოვანი სიგნალის მეშვეობით დაშლისკენ მოუწოდებდნენ. პოლიცია მათ აფრთხილებდა დაიშალონ, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად.