ყოველდღე იპყრობს მოღალატეობრივ სიმაღლეებს ზურაბიშვილი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. იგი ამგვარად აფასებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მისი სარჩელის განხილვის მიზნით, უნდა დაიწყოს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მიმართული.
„ყოველდღე იპყრობს მოღალატეობრივ სიმაღლეებს ზურაბიშვილი. ჯერ ჯარს მოუწოდებდა პოლიტიკაში ჩართვისკენ, მერე პოლიციელებს ეუბნებოდა, თქვენი პრეზიდენტი ვარო. სამარცხვინო ადამიანია, პრეზიდენტს მას აღარ ვუწოდებ. ახლა მოსამართლეებს გადაწვდა, რომ ახლა ხდება დემოკრატიული პროცესი. მანამდე ელჩებს მოუწოდებდა, რომ გაეშავებინათ ქვეყანა. ძალიან კარგად ვიცით ჩვენ, რომ თავად ოპოზიციაშიც ვერ იტანენ ზურაბიშვილს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული განცხადება ოპოზიციურ პარტიებთან, არასამთავრობოებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.