სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების ღონისძიება დაიწყეს.
მანამდე საპოლიციო ძალები დემონსტრანტებს ხმოვანი სიგნალით დაშლისკენ მოუწოდებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საშუალებები.
აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეა, პერიოდულად იყენებს პიროტექნიკას. შენობის წინ განლაგებული სამართალდამცველების მიმართ ისინი გარკვეულ საგნებსაც ისვრიან.
კომენტარები